16 ნოემბერი 2024,   19:49
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი დეპუტატებთან და ირაკლი ჩიქოვანთან ერთად ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში იმყოფებოდა

შალვა პაპუაშვილი, დეპუტატებთან და თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან ერთად საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში იმყოფებოდა.

პარლამენტის თავმჯდომარე გორში, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში იუნკერებს შეხვდა. აკადემიაში ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი.

შალვა პაპუაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა, იუნკერებს უსაფრთხოების გამოწვევებზე, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მნიშვნელობასა და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე ესაუბრა. სტუმრებმა იუნკერების შეკითხვებსაც უპასუხეს.

თავდაცვის მინისტრმა სასწავლო დაწესებულების მნიშვნელოვან როლზე გაამახვილა ყურადღება და იუნკერებს წარმატებები უსურვა.

აკადემიაში სტუმრობისას შალვა პაპუაშვილმა დაათვალიერა საცხოვრებელი ყაზარმები, დისტანციური სწავლების ცენტრი, ლაბორატორიები, სიმულაციის ცენტრი, აკადემიის ბიბლიოთეკა და საგამოფენო სივრცე.

დღის ამბები