თბილისში, ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის ეროვნული საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები იმყოფებიან.
შეხვედრები უკვე გაიმართა პარლამენტში. დელეგაციის წევრებმა მოლაპარაკებები გამართეს ოპოზიციის წევრებთან, მანამდე კი პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდნენ.
"განვიხილეთ ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები, ასევე - რეგიონში უსაფრთხოების გარემო, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ძალიან მძიმე ვითარება და წინასაარჩევნო მზადების პროცესი. ავსტრია ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია, ქვეყანა, რომელიც საქართველოს მხარს უჭერს ყველა საერთაშორისო ფორმატში," - აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე.