25 ოქტომბერი 2024,   16:25
ვრცლად
დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 32 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სენაკის სამხედრო ბაზაზე საზეიმო ცერემონიალი გაიმართა

დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 32 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სენაკის სამხედრო ბაზაზე საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. პირად შემადგენლობას ბრიგადის იუბილე თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა მიულოცეს.

დღესვე, სენაკში მე-2 ქვეითი ბრიგადის დროშის გადაბარების ცერემონიალი გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლებითა და საშტატო იარაღით დააჯილდოვეს.

ოფიციალური ღონისძიების დაწყებამდე, ირაკლი ჩიქოვანმა, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად, გვირგვინით შეამკო დაღუპულ გმირთა მემორიალი.

დღის ამბები