06 სექტემბერი 2024,   04:33
ვრცლად
რუსეთის სასამართლომ, ამერიკელ რეპორტიორს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

რუსეთის სასამართლომ, ამერიკელი რეპორტიორი ევან გერშკოვიჩი ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნო და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.

გერშკოვიჩის დამსაქმებელმა Wall Street Journal-მა სასამართლოს გადაწყვეტილებას, "სამარცხვინო, ფიქციური განაჩენი უწოდა".

32 წლის გერშკოვიჩის სასამართლო პროცესი, სატანკო ქარხნის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის შეგროვების მცდელობის ბრალდებით, ეკატერინბურგში გასულ თვეში დაიწყო, განაჩენი კი სასამართლომ დღეს გამოაცხადა.

გერშკოვიჩი რაიმე სახის დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას უარყოფს.

ევან გერშკოვიჩი პირველი ამერიკელი ჟურნალისტია, რომელსაც რუსეთში ცივი ომის შემდეგ ჯაშუშობის ბრალდება წაუყენეს. 2023 წლის მარტში მისმა დაკავებამ, არაერთი ამერიკელი და სხვა დასავლელი კორესპონდენტი აიძულა მოსკოვიდან გაქცეულიყო.

დღის ამბები