16 ნოემბერი 2024,   16:33
ვრცლად
ასეთი აღრევა "ენჯეოებსა" და პარტიებს შორის კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ქართულ პოლიტიკაში ტრიალებს შავი ფული - ირაკლი კობახიძე

ის ფაქტი, რომ "ენჯეოები" და პოლიტიკური პარტიები ერთმანეთთან არიან შერწყმული, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ აუცილებელი იყო გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ბათუმში პარტია "ლელოსა" და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების გასვლით შეხვედრას ეხებოდა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ასეთი აღრევა NGO-ებსა და პარტიებს შორის კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ქართულ პოლიტიკაში ტრიალებს შავი, დამალული ფული.

"პოლიტიკის დაფინანსება საქართველოში უნდა იყოს გამჭვირვალე, მით უმეტეს, როდესაც "ენჯეოების“ გავლით ხდება პოლიტიკის დაფინანსება, ესეც უნდა იყოს, რა თქმა უნდა, გამჭვირვალე. ასეთი აღრევა "ენჯეოებსა" და პარტიებს შორის კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ქართულ პოლიტიკაში ტრიალებს შავი ფული, დამალული ფული, რაც აუცილებლად უნდა გასაჯაროვდეს ქართული საზოგადოებისთვის," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები