16 აგვისტო 2026,   02:58
ვრცლად
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, აქტიურად მიმდინარეობს სოფელ ბანოჯის წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო სამუშაოები. ამჟამად, სოფელში არსებული წყლის ინფრასტრუქტურა ამორტიზებულია.

პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია: სატუმბი სადგურის, რეზერვუარის, მაგისტრალური მილსადენის, წყალმომარაგების ქსელისა და აღრიცხვის კვანძის მოწყობა.

პროექტი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 7 მილიონამდე ლარით ფინანსდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ბანოჯა 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

დღის ამბები