19 აგვისტო 2026,   21:32
ვრცლად
სუს-ი ტერორიზმისა და შეთქმულების საქმეზე მოკვლევას განაგრძობს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტერორიზმისა და შეთქმულების საქმეზე მოკვლევას განაგრძობს. მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, გამოძიების შეკითხვებზე პასუხის გაცემა კიდევ რამდენიმე მოწმეს მოუწევს, მათ შორის - კონსტანტინე ჯღამაიას.

ვინ გეგმავდა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ტერაქტს და ვინ დგას სავარაუდო გადატრიალების საქმის უკან? ამ მთავარ კითხვებზე პასუხი გამოძიების დასრულების შემდეგ უნდა გახდეს ცნობილი.

ის ფაქტი, რომ გამოძიების შეკითხვები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის წინააღმდეგ ტერაქტის მომზადებას ეხებოდა, საქალაქო სასამართლოში დაკითხვიდან გამოსულმა, უკრაინაში მებრძოლმა გელა კახაბრიშვილმა და, მოგვიანებით, მისმა ადვოკატმა დაადასტურეს.

ტერორისტული აქტის მომზადების გეგმასა და ტერაქტის სამიზნეზე საუბრისგან, რამდენიმე დღის განმავლობაში, თავს იკავებდნენ სხვა მოწმეები. საქმეზე, რომელსაც გრიფი "საიდუმლო" ადევს, საერთო ჯამში, უკვე 6 ადამიანია გამოკითხული. სუს-ი ოფიციალურ დეტალებს ჯერ არ ასაჯაროებს.

დღის ამბები