08 ოქტომბერი 2024,   20:44
ვრცლად
ნატოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს მთავრობას რეკომენდაციების განხორციელებისკენ მოუწოდებს

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ყოველწლიურ სესიაზე მიღებულ რეზოლუციას აქვეყნებს, სადაც საქართველოცაა ნახსენები.

ასამბლეა საქართველოს მთავრობას მოუწოდებს სრულად განახორციელოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2015 წლის რეზოლუციაში ჩამოთვლილი რეკომენდაციები და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ჰელსინკის 2015 წლის დეკლარაცია.

ალიანსის საპარლამენტო ასამბლეა აცხადებს, რომ განაგრძობს უელსის სამიტზე გამოცხადებულ მხარდაჭერას ნატოს ასპირანტი ქვეყნების მიმართ და მათ შორის საქართველოსთან არსებითი პაკეტის განხორციელებას.

ალიანსი კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთგულებას ღია კარის პოლიტიკისადმი ვარშავის სამიტის წინ, რომელიც 2016 წლის ივლისშია დაგეგმილი.

ასევე განიხილავს შემდგომ ნაბიჯებს საქართველოს, მაკედონიისა და ბოსნია ჰერცოგოვინას სრულ წევრობამდე, თუ ეს ქვეყნები ვაშინგტონის ხელშეკრულების პირობებს წარმატებით შეასრულებენ.

დღის ამბები