08 ოქტომბერი 2024,   20:52
ვრცლად
ანკარაში მომხდარ ტერაქტებში ეჭვმიტანილები დააკავეს

ანკარაში მომხდარ ტერაქტებში ეჭვმიტანილები დააკავეს. აფეთქებებთან დაკავშირებით რამდენიმე ადამიანია დაპატიმრებული, თუმცა მედიისთვის მათი ვინაობა და ზუსტი რიცხვი უცნობია. ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის პრეს სპიკერმა განუცხადა.

თურქეთის ხელისუფლება ტერაქტის უკან ისევ ისლამურ სახელმწიფოს მოიაზრებს.

პარალელურად, ქვეყნაში აქციები გრძელდება - მთავრობის მოწინააღმდეგეები სტამბოლის გარეუბანში გამოვიდნენ და ტრაგედიაში ერდოღანის მთავრობა დაადანაშაულეს.  ქურთებით დასახლებულ ქალაქ დიარბაქირში მეორე დღეა საპროტესტო აქციები და შეტაკებები არ წყდება.

ქურთი აქტივისტების დასაშლელად პოლიციამ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

 

 

დღის ამბები