08 ოქტომბერი 2024,   20:48
ვრცლად
"რუსეთს შეუძლია ითამაშოს ძალიან მნიშნელოვანი როლი, სირიის რეჟიმის პოლიტიკურ პროცესში ჩასართავად“ - ფედერიკა მოგერინი

რუსულ ავიაციას სირიელმა მეამბოხეებმა საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს სირიის საპორტო ქალაქ ლათაკიასთან. ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება.

რუსეთის თავდაცვის უწყება კი ისევ ირწმუნება, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში მათი იერიშების სამიზნე მხოლოდ ისლამური სახელმწიფო იყო, რომლებზეც 53 ავია დარტყმა განხორციელდა.

პარალელურად, რუსული ავიაიერიშების დახმარებით სირიის არმიამ ქვეყნის ჩრდილოეთით რამდენიმე სოფელზე კონტროლი აღადგინა.

რუსეთის სამხედრო ოპერაციას სახიფათოს უწოდებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი.

„ეს ყველაფერი საკმაოდ სახიფათოა. რუსეთს შეუძლია ითამაშოს ძალიან მნიშნელოვანი როლი, სირიის რეჟიმის პოლიტიკურ პროცესში ჩასართავად,“ - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საერთაშორისო საქმეებსა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ.

 

 

 

 

დღის ამბები