08 ოქტომბერი 2024,   20:47
ვრცლად
კოსოვოში ოპოზიციის ლიდერის დაკავებას არეულობა მოჰყვა

არეულობა მოჰყვა კოსოვოში ოპოზიციის ლიდერის, ალბინ კურტის დაკავებას. დემონსტრანტებმა პრიშტინაში პოლიციის განყოფილებასთან სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს.

საბოლოოდ, ოპოზიციის ლიდერი გვიან ღამით გაათავისუფლეს. დაკავების მიზეზი რამდენიმე დღის წინ კოსოვოს პარლამენტში მომხდარი ინციდენტი გახდა, როდესაც ალბინ კურტმა სხდომათა დარბაზში ცრემლსადენი გაზი გაუშვა და სესია ჩაშალა.

ამით მან პროტესტი დააფიქსირა კანონპროექტის მიმართ, რომელიც ეთნიკური სერბებით დასახლებულ ტერიტორიებზე თვითმმართველობის უფლებებს ზრდიდა.

 

 

დღის ამბები