ტყიბულის მუნიციპალიტეტს ორი ახალი საბავშვო ბაღი შეემატა. 50 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები მუხურასა და ახალსოფელში აშენდა.
სოფელ მუხურაში საბავშვო ბაღი არასდროს ყოფილა და ახალი სასწავლო წლიდან პირველად დაიწყებს ფუნქციონირებას. ბაღი ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვისა.
ბაღების მშენებლობისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ორ ნახევარი მილიონი ლარი გამოიყო.