18 ოქტომბერი 2024,   08:50
ვრცლად
"მადლობა ბიჭებს" - საქართველოს რკინიგზის მატარებლები თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ახალი ბრენდირებით იმოძრავებენ

"მადლობა ბიჭებს" - საქართველოს რკინიგზის მატარებლები თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ახალი ბრენდირებით იმოძრავებენ.

მატარებლების ფანჯრები ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ფოტოებით დაიბრენდა. ამით კომპანია კიდევ ერთხელ უხდის მადლობას ქართველ ფეხბურთელებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატებისთვის.

ბრენდირებული მატარებლები ბათუმის რეისებზე მთელი სეზონის განმავლობაში იმოძრავებენ.

დღის ამბები