08 ოქტომბერი 2024,   20:47
ვრცლად
მსხვერპლით დასრულდა თავდასხმების სერია იერუსალიმში

მორიგი თავდასხმების სერია მოხდა იერუსალიმში. ცოტა ხნის წინ შეიარაღებულმა პირებმა სამგზავრო ავტობუსში ცეცხლი გახსნეს. სროლის შედეგად დაიღუპა 60 წლის მამაკაცი, 18 მგზავრი კი დაიჭრა.

პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმა ორმა ტერორისტმა მოაწყო, რომლებიც სავარაუდოდ პალესტინელები არიან. ორივე მათგანი ნეიტრალიზებულია.

კიდევ ერთი თავდასხმა ავტობუსის გაჩერებაზე მოხდა, სადაც ხალხს მანქანა დაეჯახა. შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 5 კი - დაშავდა. თავდამსხმელმა ადგილიდან მიმალვა მოახერხა.

დანით შეიარაღებული თავდასხმა მოხდა რანაანშიც. პალესტინელი ახალგაზრდა ავტობუსის გაჩერებასთან ახლოს გამვლელებს დაესხა თავს და 4 ადამიანი დაჭრა. თავდამსხმელი პოლიციამ დააკავა.

დღის ამბები