08 ოქტომბერი 2024,   20:42
ვრცლად
წინასწარი დასკვნით მალაიზიურ ბოინგს დონეცკის თავზე რაკეტა მოხვდა

ჰოლანდიის უსაფრთხოების საბჭო დღეს უკრაინაში მალაიზიური ბოინგის კატასტროფის შესახებ საბოლოო ანგარიშს გამოაქვეყნებს. სპეციალისტები და ექსპერტები გამოძიებას 15 თვის განმავლობაში აწარმოებდნენ.

წინასწარი დასკვნის თანახმად სამგზავრო თვითმფრინავს დონეცკის თავზე რაკეტა მოხვდა, რამაც კატასტროფა გამოიწვია. სავარაუდოდ ანგარიშში არ იქნება დასახელებული მხარე, რომელმაც რაკეტა გაისროლა.

ამ შემთხვევას 298 ადამიანი ემსხვერპლა. დასავლეთიც და უკრაინაც ლაინერის ჩამოგდებაში პრორუს სეპარატისტებს ადანაშაულებენ. მოსკოვი კი ბრალს უკრაინას უყენებს.

ბოინგის კატასტროფის შესახებ ანგარიში რუსებმაც მოამზადეს და დოკუმენტი მედიას დღეს წარუდგინეს.

დღის ამბები