08 ოქტომბერი 2024,   20:44
ვრცლად
ყირგიზი სამართალდამცველები ციხიდან გაქცეულ ისლამისტებს ეძებენ

ყირგიზი სამართალდამცველები ციხიდან გაქცეულ ისლამისტებს ეძებენ. ოფიციალური პირების ინფორმაციით, ცხრა ისლამისტმა, რომელიც სასჯელს რელიგიური ექსტრემიზმისა და ტერორიზმის მუხლით იხდიდნენ, ბიშკეკის საპატიმროდან გაქცევა მოახერხა.

ძალოვანების განცხადებით, მსჯავრდებულები ციხის ზედამხედველებს სასტიკად გაუსწორდნენ, 3 მათგანი მოკლეს და საპატიმრო დატოვეს. სამართალდამცველებმა 5 მათგანი დააკავეს, ამჟამად 4 გაქცეულ პატიმარს ეძებენ.

დღის ამბები