ადიგენის მუნიციპალიტეტის ექვს სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულდა.
გარდამავალი პროექტების ფარგლებში, სოფლების - წახანი-ქიქინეთის, ფლატე-არზნესა და სამყურე-ღორძეს დამაკავშირებელი გზის 9 კილომეტრამდე მონაკვეთებზე რკინა-ბეტონის საფარი მოეწყო - ეზოში შესასვლელებით, მიერთებებითა და სანიაღვრე არხებით.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდა, რომლის საერთო ღირებულება, ჯამში, 4 მლნ ლარამდეა.
დასრულებული პროექტები ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ, მერიის ინსპექტირებისა და კონტროლის განყოფილების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.