08 ოქტომბერი 2024,   20:45
ვრცლად
ჰელოუინი კალიფორნიაში - ჟიურიმ რეკორდული ზომის გოგრა გამოავლინა

Halloween-ის მოახლოვებასთან ერთად კალიფორნიაში ტრადიციული გოგრების ეროვნული კონკურსი გაიმართა.

ჟიურიმ ყველაზე მძიმე და რეკორდული ზომის გოგრა გამოავლინა. მისი წონა 893 კილოგრამი და ასი გრამია.

ფერმერს, რომელმაც ეს ბოსტნეული საკუთარ ბაღჩაში მოიყვანა, 12 ათასი დოლარი გადაეცა.

მეორე ადგილი კონკურსში კალიფორნიელმა ფერმერებმა დაიკავეს, რომლებმაც 819 კილოგრამიანი გოგრა გაზარდეს. ამერიკელმა ფერმერებმა ვერ გააუმჯობესეს შვეიცარიელი – ბენი მაიერის რეკორდი, რომელმაც შარშან გამოფენაზე 953 კილოგრამიანი გოგრა წარადგინა.

 

დღის ამბები