24 აგვისტო 2026,   03:31
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება გრძელდება - სუს-ში გამოკითხვაზე დღეს შამსუდან ავლარიგოვი იმყოფება

ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება გრძელდება.

ამ წუთებში, უწყებაში მოქალაქე შამსუდან ავლარიგოვი იმყოფება. ის მოწმის სტატუსით გამოიკითხება. სუს-ში დღეს კიდევ ერთ პირს ელოდებიან. პარალელურად, პირველი საათიდან დაკითხვები დაიწყება საქალაქო სასამართლოში. მაგისტრი მოსამართლის წინაშე დღეს 2 პირს გამოკითხავენ.

საუბარია ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების საქმეზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს.

დღის ამბები