ძლიერი წვიმის შედეგად, პრობლემები შეიქმნა ქობულეთის მუნიციპალიტეტში. უეცრად მოვარდნილი უხვი ნალექის შედეგად, ადიდდა მდინარე აჭყვა, რამაც გზის პარალიზება გამოიწვია.
კერძოდ, დაბა ჩაქვსა და მის მიმდებარე სოფლებში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და სარდაფები. გარკვეული პერიოდი, ჩაქვში შეზღუდული იყო საავტომობილო გზებზე გადაადგილება.
ასევე, ზიანი მიადგათ ავტომობილების მფლობელებს, რომლებსაც, უხვი ნალექის შედეგად, მანქანები დაეტბორათ.
შესაბამისი სამსახურების სწრაფი რეაგირების შედეგად, წყლის დონემ კლება იწყო. ამჟამად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.