20 იანვარი 2025,   18:16
ვრცლად
თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალება ძალიან დიდი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის, მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული მედიცინის განვითარებაში - ირაკლი კობახიძე
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

      როგორც ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, თენგიზ ცერცვაძემ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ქართული მედიცინის განვითარებაში.

      „მინდა, ღრმა მწუხარება გამოვთქვა ბატონი თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების გამო. ბატონი თენგიზი მრავალი წლის მანძილზე ემსახურებოდა ქვეყანას, ადამიანებს, ადამიანების ჯანმრთელობას. მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ქართული მედიცინის განვითარებაში და მინდა, მივუსამძიმრო მის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს. ძალიან დიდი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის ბატონი თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

      დღის ამბები
      მეტი