16 აგვისტო 2026,   07:08
ვრცლად
გურამ თუშიშვილმა ოლიმპიურ თამაშებზე სენეგალელ სპორტსმენს აჯობა და ნახევარფინალში გადავიდა

გურამ თუშიშვილის პირველი გამარჯვება - ქართველმა ძიუდოისტმა ოლიმპიურ თამაშებზე სენეგალელ სპორტსმენს აჯობა და ნახევარფინალში გადავიდა.

თუშიშვილმა მეტოქე 47 წამში, იპონით დაამარცხა. მეოთხედფინალი სულ რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს.

თუშიშვილი სპორტის ამ სახეობის ლეგენდად წოდებულ, ფრანგ ტედი რინერს უნდა შეხვდეს. პირველი მოგებული ორთაბრძოლის შემდეგ, დამარცხდა სოფიო სომხიშვილი, რომელსაც ფრანგმა რომენ დიკომ მოუგო.

მძლეოსანმა ლიკა ხარჩილავამ 100 მეტრზე დისტანციაზე სირბილში მეხუთე ადგილი დაიკავა და ფინალში ვერ გადავიდა. რიგით მეათე ოლიმპიადაზე ასპარეზობა დაასრულა ნინო სალუქვაძემ.

დღის ამბები