05 ოქტომბერი 2024,   10:16
ვრცლად
პრესტიჟულ ღონისძიებაზე, სადაც მთელი მსოფლიო ერთიანდება საერთო ღირებულებების გარშემო, არ უნდა იყოს მინიშნებები, რომლებიც ბევრი ადამიანის რელიგიურ მრწამსს დასცინის - ვატიკანი​

პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას აკრიტიკებს ვატიკანი. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ წმინდა საყდარი "უერთდება მათ, ვინც უკანასკნელ დღეებში ხმა აიმაღლა, რათა დაგმოს ბევრი ქრისტიანისა და სხვა რელიგიების წარმომადგენელთა შეურაცხყოფა".

"პრესტიჟულ ღონისძიებაზე, სადაც მთელი მსოფლიო ერთიანდება საერთო ღირებულებების გარშემო, არ უნდა იყოს მინიშნებები, რომლებიც ბევრი ადამიანის რელიგიურ მრწამსს დასცინის. აზრის გამოხატვის თავისუფლება, რომელიც აშკარად არ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, პოულობს ზღვარს სხვა ადამიანებისადმი პატივისცემაში", – ნათქვამია ვატიკანის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

დღის ამბები