05 ოქტომბერი 2024,   10:18
ვრცლად
დიდი ბრიტანეთის ქალაქებში საპროტესტო აქციებზე, სულ მცირე, 90 ადამიანი დააკავეს

დიდი ბრიტანეთის ქალაქებში ულტრამემარჯვენეთა საპროტესტო აქციებზე, სულ მცირე, 90 ადამიანი დააკავეს.

მედიის ცნობით, არეულობები იყო ლივერპულში, ბრისტოლში, მანჩესტერსა და ბელფასტში. რიგ შემთხვევებში აქციის მონაწილეები პოლიციას დაუპირისპირდნენ, დაუშინეს ქვები და ბოთლები, რის შედეგადაც რამდენიმე ოფიცერი დაშავდა.

ლივერპულში ერთდროულად გაიმართა ულტრამემარჯვენეთა და ანტიფაშისტური მიტინგები.

პოლიცია ცდილობდა, დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეტაკება აღეკვეთა. ამასთან, არეულობის დროს მომიტინგეებმა ბიბლიოთეკაში ხანძარი გააჩინეს და რამდენიმე მაღაზია გაძარცვეს.

დღის ამბები