05 ოქტომბერი 2024,   10:18
ვრცლად
პაციენტებს ლეიკემიის დიაგნოზით, ძვლის ტვინის ალოგენური გადანერგვისთვის საზღვარგარეთ წასვლა აღარ მოუწევთ - თბილისის მერია ღეროვანი უჯრედების დონორთა ბანკის შექმნას იწყებს

ლეიკემიის დიაგნოზის პაციენტებს ძვლის ტვინის ალოგენური გადანერგვისთვის საზღვარგარეთ წასვლა აღარ მოუწევთ. ბენეფიციარებმა უკვე იციან, რომ მალე ღეროვანი უჯრედების მოხალისე დონორთა ბაზა შეიქმნება და დაავადების სრულად მართვა საქართველოშიც შესაძლებელი იქნება.

ტრანსპლანტაციის პროგრამის ფარგლებში მთავარი ფლაგმანი ინგოროყვას კლინიკა იქნება. სამედიცინო დაწესებულების დირექტორი სპეციალურ ოთახზე საუბრობს, სადაც ღეროვანი უჯრედების შენახვა განსაკუთრებული წესის დაცვით მოხდება.

დონორთა ბაზა ეტაპობრივად შეიქმნება. პირველად, რეესტრში სამედიცინო პერსონალი და პაციენტის ოჯახის წევრები დარეგისტრირდებიან. დაგეგმილია 500 მოხალისე დონორის მონაცემების შეგროვება და კვლევა.

"ტრანსპლანტაციის პროგრამის" ფარგლებში, ახალი ცვლილებები მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ დააანონსა.

თბილისის მერია ღეროვანი უჯრედების დონორთა ბანკის შექმნას, ძვლის ტვინის დონორთა მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით და მხარდაჭერით ახორციელებს.

ღეროვანი უჯრედების დონორთა ბანკში რეგისტრაციისთვის მსურველებმა აუცილებელი კვლევების ჩასატარებლად თბილისის მერიას უნდა მიმართონ. "ტრანსპლანტაციის პროგრამის" ფარგლებში მერიის ახალი გადაწყვეტილება ძალაში 2 კვირაში შევა.

დღის ამბები