კონკურსის "American international music competition" გამარჯვებული, ქუთაისელი მევიოლინე გვანცა ბუცხრიკიძე ლონგ-აილენდის კონსერვატორიამ ლექტორად მიიწვია. მუსიკოსი ამავე კონსერვატორიის მეორე კურსის სტუდენტია.
გვანცამ წელს ასევე გაიმარჯვა ნიუ-იორკის საერთაშორისო კონკურსში.
გვანცა ბუცხრიკიძე ქუთაისში, მელიტონ ბალანჩივაძის პირველ სამუსიკო სკოლაში, შემდეგ კი ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელში სწავლობდა.