"გაზომვების თვე" -ჰიპერტენზიის სკრინინგის გლობალურ კამპანიას საქართველო უკვე მერვედ შეუერთდა.
კამპანიის ფარგლებში, მაღალი არტერიული წნევის გამოვლენის ღონისძიებები გაიმართება აჭარაში. მსგავსი კამპანია სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება.
მომატებული არტერიული წნევა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალური პრობლემაა და სიკვდილობის ძირითად, ხოლო ინვალიდობის მესამე უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს მსოფლიოში. მედიკოსები მოქალაქეებს ურჩევენ, წნევა სპეციალისტებთან შეაფასონ.