08 ოქტომბერი 2024,   21:14
ვრცლად
“ჩვენ უარვყოფთ რუსეთის მიერ გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას, თითქოს თვითმფრინავს უკრაინის ტერიტორიიდან ესროლეს" - პეტრო პოროშენკო

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ ჰოლანდიური მხარის მიერ 2014 წელს, მალაიზიური ბოინგის ჩამოგდების ფაქტზე გაკეთებული დასკვნის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

მან მომხდარში რუსეთი დაადანაშაულა. მისი თქმით, რუსეთის დანაშაულზე ის ფაქტიც მიუთითებს რომ, მოსკოვმა გაეროს უშიშროების საბჭოში გამოძიების ჩატარების თაობაზე რეზოლუცია დაბლოკა.

პარალელურად, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაეროში ვიზიტის დროს განმარტა, რომ ტრაგედიამდე უკრაინის ხელისუფლებას არ ქონდა ინფორმაცია, ქვეყნის აღმოსავლეთში ბუკის ტიპის რაკეტების განთავსების შესახებ. სწორედ ამიტომ ვერ დაიხურა მაშინ უსაფრთხოების მიზნით საჰაერო სივრცე.

“ჩვენ უარვყოფთ რუსეთის მიერ გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას, თითქოს თვითმფრინავს უკრაინის ტერიტორიიდან ესროლეს და ის ბუკის ტიპის რუსული რაკეტით არ ჩამოუგდიათ,“ - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

 

დღის ამბები