08 ოქტომბერი 2024,   21:18
ვრცლად
რუსეთის ავიაციამ იერიშები სირიის ქალაქ ალეპოზე განახორციელა

რუსეთის ავიაციამ იერიშები სირიის ქალაქ ალეპოზე განახორციელა, რის შედეგადაც ქალაქის გარეუბანი მნიშვნელოვნად დაზიანდა.

ამის ამსახველი კადრები ინტერნეტით ვრცელდება. დღეს კი შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ჯგუფი რუს კოლეგებთან მოლაპარაკებების გამართვას გეგმავს.

პენტაგონის შეფის ეშტონ კარტერის თქმით, მოსკოვთან სირიის საკითხზე დიალოგის პროცესს ჯერ კონკრეტული შედეგები არ მოუტანია. თუმცა, ვაშინგტონი განაგრძობს მოწოდებას იმის თაობაზე, რომ რუსეთმა სირიასთან მიმართებით სტრატეგია შეცვალოს.

 

 

დღის ამბები