08 ოქტომბერი 2024,   21:20
ვრცლად
შეიარაღებული თავდასხმების სერია ისრაელში - დაღუპულია სამი ადამიანი

ერთდროულად რამდენიმე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა ისრაელში, რომლის დროსაც 3 ადამიანი დაიღუპა.

პირველი ინციდენტი იერუსალიმში ავტობუსზე მოხდა, როცა მას ცეცხლი ორმა თავდამსხმელმა გაუხსნა. მეორე ინციდენტის დროს კი ქალაქის სხვა ნაწილში ავტობუსის გაჩერებაზე მდგომ მოქალაქეს თავს მამაკაცი დანით დაესხა და სასიკვდილოდ დაჭრა.

სამივე თავდამსხმელი პალესტინელი იყო. მომხდარს შეერთებული შტატები გამოეხმაურა და მას ტერორისტული აქტი უწოდა. რეგიონში ჩასვლას უახლოეს პერიოდში სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი გეგმავს.

დღის ამბები