ბათუმში მოსულმა უხვმა ნალექმა, ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე, გარკვეული შეფერხებები გამოიწვია. დაიტბორა ქუჩები, რამდენიმე მისამართზე კი - საცხოვრებელი სახლების სარდაფები. გართულებული იყო სატრანსპორტო მოძრაობაც.
ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ სანიაღვრე და ზღვაში შემავალი არხების გაწმენდითი სამუშაოები გვიან ღამემდე მიმდინარეობდა.
წვიმა გვიან ღამით შეწყდა და, შესაბამისად, მალევე მოხდა არსებული შეფერხების აღმოფხვრა.