08 ოქტომბერი 2024,   21:21
ვრცლად
ისლამისტებმა ფილიპინებიდან გატაცებული მძევლების პირველი ვიდეო გაავრცელეს

ისლამისტებმა ფილიპინების საკურორტო ზონიდან გატაცებული მძევლების პირველი ვიდეო მასალა გაავრცელეს. ალ ქაიდას მებრძოლების ტყვეობაში ორი კანადელი, ნორვეგიელი და ერთი ფილიპინელი ქალი 21 სექტემბრიდან იმყოფებიან.

ვიდეო მიმართვაში მძველები დასავლეთს ისლამისტების წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაციების შეჩერებასა და მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდებენ. უცნობია სად იმყოფებიან მძევლები. თუმცა, ვიდეოში ისინი აცხადებენ, რომ დაბომბვებს რამდენჯერმე გადაურჩნენ.

ორ წუთიან ვიდეო მასალაში 11 შეიარაღებული მამაკაცი ჩანს, ერთერთი მათგანი კი ინგლისურ ენაზე გამართულად საუბრობს.

მებრძოლების ლიდერი საერთაშორისო თანამეგობრობისგან იერიშების შეწყვეტას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მძევლების სიკვდილით დასჯით იმუქრება.

დღის ამბები