17 სექტემბერი 2024,   01:56
ვრცლად
გორში დოღი გაიმართა - საცხენოსნო ღონისძიება შინდისის გმირების ხსოვნას მიეძღვნა

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ არაშენდის მთაზე, დოღი გაიმართა. შეჯიბრებაში საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩასულმა ცხენოსნებმა მიიღეს მონაწილეობა.

ღონისძიება შინდისის გმირების ხსოვნას მიეძღვნა.

დოღზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებსაც სხვადასხვა პრიზი - მედლები, თასები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ.

საცხენოსნო დოღი გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და სპორტულ გამაჯანსაღებელი და სარეაბილიტაციო საცხენოსნო კლუბ "კენტავრის" თანადაფინანსებითა და შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით წელს მეოთხედ ჩატარდა.

ღონისძიების მიზანია ხელი შეუწყოს ცხენოსნობის პოპულარიზაციასა და სპორტის ამ სახეობაში უფრო მეტი ახალგაზრდის ჩართვას.

დღის ამბები