08 ოქტომბერი 2024,   21:18
ვრცლად
სირიის საკითხზე რუსეთი აშშ-ის მოლაპარაკებებს სთავაზობდა, თუმცა უარი მიიღო - სერგეი ლავროვი

რუსეთი სირიაში საჰაერო ოპერაციის დაწყებამდე ამერიკელებს მოლაპარაკებებს სთავაზობდა, მაგრამ ვაშინგტონისგან უარი მიიღო - ამის შესახებ სერგეი ლავროვმა სათათბიროში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ოფიციალურ მოსკოვს სურდა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინირების საკითხზე ამერიკელებთან დიალოგის დაწყება და მზად იყო ვაშინგტონში დიმიტრი მედვედევის ხელმძღვანელობით დელეგაციაც გაეგზავნა.

თუმცა, რუსეთის პრემიერის მიღება და მასთან ერთად სირიის ოპერაციის განხილვა ამერიკელებმა არ მოისურვეს - განაცხადა ლავროვმა სამთავრობო საათის დროს.

დღის ამბები