08 ოქტომბერი 2024,   21:20
ვრცლად
ისრაელი ტერაქტების შემდეგ უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს მიმართავს

ტერაქტებისა და თავდასხმების სერიის შემდეგ იერუსალიმში უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს მიმართავენ. ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით მოსახლეობას და წესრიგს ქუჩებში პოლიციელებთან ერთად სამხედროებიც დაიცავენ.

ჯარისკაცები აღმოსავლეთ იერუსალიმში საგანგებო საგუშაგოებს ააგებენ და ყველა გამვლელს შეამოწმებენ. ამას გარდა შეიარაღებული სამხედროები პატრულირებას საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც განახორციელებენ.

რადიკალურ ზომებს ისრაელის ხელისუფლებამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში განვითარებული მოვლენების ფონზე მიმართა, რომელსაც საერთაშორისო მედიამ უკვე დანების ინტოფადა უწოდა.

პალესტინელების თავდასხმებს 7 ადამიანი ემსხვერპლა, სამართალდამცველების საპასუხო შეტევის შედეგად კი 30 პალესტინელია დაიღუპული.

ამავე თემაზე
დღის ამბები