08 ოქტომბერი 2024,   21:16
ვრცლად
გერმანელმა მაშველებმა ლიბიის სანაპიროსთან არალეგალები გადაარჩინეს

გერმანელმა მაშველებმა ლიბიის სანაპიროსთან არალეგალები გადაარჩინეს. მეზღვაურებმა ხის ნავი შენიშნეს, რომელიც ღია ზღვაში იყო გაჩერებული.

ადგილზე მისულ მაშველებს ნავზე 207 ადამიანი დახვდათ, მათ შორის 25 ქალი და ორი მცირეწლოვანი ბავშვი იყო. გერმანელმა მეზღვაურებმა ისინი ხომალდზე გადაიყვანეს, სადაც პირველადი სამედიცინო დახმარებაც აღმოუჩინეს.

ბოლო პერიოდში ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილო აფრიკის ქვეყნებიდან გაქცეულების რაოდენობა ნახევარ მილიონს აჭარბებს, რამაც ევროპაში მიგრანტების კრიზისი გამოიწვია.

ევროკავშირს თავშესაფრის თხოვნით 400 ათასმა ადამიანმა მიმართა. 

დღის ამბები