16 აგვისტო 2026,   05:14
ვრცლად
ბახმაროში დოღი დაიწყო - შეჯიბრს, რომელიც გურიაში ფერისცვალების დღესასწაულზე უკვე თითქმის საუკუნის ტრადიციაა, დღეს პრემიერიც დაესწრება

ბახმაროში დოღი დაიწყო - შეჯიბრში, რომელიც გურიაში ფერისცვალების დღესასწაულზე უკვე თითქმის ერთი საუკუნეა ტრადიციაა, სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული მხედრები მონაწილეობენ.

დოღში 50-ზე მეტი გუნდი მონაწილებს და გამარჯვებული რამდენიმე საათში გამოვლინდება.

ადგილზე ელოდებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრსაც. ირაკლი კობახიძე დაგეგმილ ღონისძიებებს დაესწრება. დოღის პარალელურად გაიმართება სხვადასხვა გასართობი აქტივობა, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და კონცერტი. საღამო ფოიერვერკით და ელექტრონული მუსიკით დასრულდება.

ვინ დაეუფლება ბახმაროს თასს - ეს დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი. გამარჯვებულისთვის დაწესებულია ფულადი პრიზი.

"ამდენი ხალხი მე ჯერ არასდროს მინახავს, წლევანდელი სეზონი რატომღაც განსაკუთრებულია, კმაყოფილი ვარ ძალიან - შეჯიბრებებითაც, დოღითაც. ძალიან მოხარული ვარ, რომ მეტი ხალხი და დამსველენებელია, ტურიზმიც განვითარდება", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

დღის ამბები