24 ნოემბერი 2024,   15:12
ვრცლად
სიცილიის სანაპიროსთან ფეშენებელური იახტის ჩაძირვას მსხვერპლი მოყვა - დაკარგულია რამდენიმე უცხოელი ტურისტი

იტალიაში, კუნძულ სიცილიის სანაპიროსთან იახტის ჩაძირვის გამო 1 ადამიანი დაიღუპა და 6 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

იტალიის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, ძლიერის შტორმის გამო, დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებული 56 მეტრიანი იახტა ჩაიძირა, რომელზეც 22 ადამიანი იმყოფებოდა.

უგზო-უკვლოდ დაკარგულები აშშ-ის, ბრიტანეთის და კანადის მოქალაქეები იყვნენ.

"ძალიან ძლიერი ქარი იყო. მოსალოდნელი იყო ამინდის გაუარესება, მაგრამ ასეთი მასშტაბის ქარიშხალს არ ველოდით",- აღნიშნულია სანაპირო დაცვის განცხადებაში.

 

დღის ამბები