05 ოქტომბერი 2024,   11:23
ვრცლად
იუსტიციის სახლის მიმდებარედ, საგზაო მოძრაობა ღამის საათებში დროებით შეიზღუდება

იუსტიციის სახლის წინ არსებული საფეხმავლო ხიდის სადემონტაჟო სამუშაოების გამო, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

მოძრაობის შეზღუდვა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე 20 აგვისტოს 00:00-დან 05:00 საათამდე იმოქმედებს. გზა ორივე მიმართულებით გადაიკეტება.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს და, შექმნილი დისკომფორტის გამო, მოქალაქეებს ბოდიშს უხდის.

დღის ამბები