15 აგვისტო 2026,   22:37
ვრცლად
თავდაცვის აკადემია 105 წლისაა

თავდაცვის აკადემია 105 წლისაა. იუბილე აკადემიის პირად შემადგენლობასა და იუნკრებს პარლამენტის თავმჯდომარემ, თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა მიულოცეს. ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის აკადემიის როლზე ისაუბრა და განაცხადა, რომ განათლება უწყების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. საზეიმო ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალიც.

"დღეს საქართველოში გვაქვს უმაღლესი სამხედრო სკოლა, სადაც ერთმანეთს ერწყმის ეროვნული-მხედრული აზროვნების ტრადიციები და თანამედროვე მიდგომები. სწორედ აქ იწვთრობა თავდცვის ძალების ოფიცერთა კორპუსი. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს თავდაცვის ეროვნული აკადემია ჩვენი ქვეყნისთვის ღირსეული, პატრიოტი, განათლებული ოფიცრების სამჭედელოდ იქცა", - აცხადებს თავდცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი.

დღის ამბები