ქალაქ მცხეთაში, სვეტიცხოვლის მიმდებარედ, მოსახლეობა მმართველი პარტიის ლიდერებთან შესახვედრად ემზადება.
"ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გასვლითი რეგიონული ღონისძიებები მცხეთა-მთიანეთიდან იწყება. დღევანდელი, პირველი ღონისძიება 20:00 საათზე დაიწყება.
მას პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.