12 სექტემბერი 2024,   19:38
ვრცლად
ათობით მგზავრის თვალწინ, ფრანკფურტის რკინიგზის სადგურზე, 27 წლის მამაკაცი მოკლეს

გერმანიაში, ფრანკფურტის რკინიგზის ცენტრალურ სადგურზე, 27 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მოკლეს. შემთხვევას ათობით თვითმხილველი ჰყავდა.

პოლიციის ინფორმაციით, 27 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. მათივე ცნობით, 54 წლის ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდა, თუმცა პოლიციამ მალევე დააკავა. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

შემთხვევის შედეგად, ფრანკფურტის ადგილობრივ და საერთაშორისო სარკინიგზო ხაზებზე რამდენიმე რეისი გაუქმდა და გადაიდო. ინციდენტის შემდეგ, ფრანკფურტის რკინიგზის ცენტრალური სადგური დროებით დაიხურა.

 

დღის ამბები