საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი ქართულ დელეგაციასთან ერთად პეკინში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
ლევან დავითაშვილმა მაღალი დონის შეხვედრები გამართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან, ასევე მონაწილეობა მიიღო ჩინეთის მომსახურებით ვაჭრობის საერთაშორისო გამოფენის (CIFTIS) ოფიციალურ გახსნაში, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი, პროფილური ღონისძიებაა მსოფლიოს მასშტაბით როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორების თანამშრომლობის განვითარებისთვის.
ვიზიტის ფარგლებში ლევან დავითაშვილი ასევე შეხვდა ჩინეთის სახალხო ბანკის, „ჰუავეის“, მსხვილი ავიაკომპანიებისა და ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებს