12 სექტემბერი 2024,   19:42
ვრცლად
კომპანია Wizz Air-მა ქუთაისში მეექვსე მემილიონე მგზავრი ჩამოიყვანა

აპლოდისმენტები ვენა-ქუთაისის ბორტზე მყოფი მგზავრებისგან ანა მაჭავარიანმა დაიმსახურა. ის Wizz Air-ის იღბლიანი მე-6 მემილიონე მგზავრი აღმოჩნდა. 19 წლის სტუდენტს ქუთაისის აეროპორტში დახვედრაც შესაბამისი მოუწყვეს.

იღბლიან მგზავრს ავიაკომპანიამ 200 ევროს ღირებულების ვაუჩერი გადასცა. ამ საჩუქრით, გოგონა, ერთი წლის განმავლობაში, ნებისმიერი მიმართულებით იფრენს.

ანა მაჭავარიანს სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცა. აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, მას ქუთაისის აეროპორტის ბრინჯაოს მაკეტი გადასცა.

მგზავრთნაკადის ზრდის პარალელურად, ქუთაისის აეროპორტი გაფართოებასა და განვითარებას განაგრძობს. ამ ეტაპზე, აეროპორტში თვითმფრინავების სადგომის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. გეგმის მიხედვით, არსებული ასფალტი ბეტონის საფარით მთლიანად უნდა შეიცვალოს.

მხოლოდ მიმდინარე წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები 4 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა, რაც, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 28 პროცენტით არის გაზრდილი.

დღის ამბები