08 ოქტომბერი 2024,   20:53
ვრცლად
ისრაელში ცივი იარაღით თავდასხმების სერია გრძელდება

ისრაელში ცივი იარაღით თავდასხმების სერია გრძელდება. იერუსალიმში პალესტინელმა მამაკაცმა დანით სამხედრო პოლიციის თანამშრომელზე იერიში მიტანა. დანით შეიარაღებული პირი ადგილზევე მოკლეს.

კიდევ ერთი მსგავსი ინციდენტი მოხდა იერუსალიმში ბოლო 24 საათის განმავლობაში. პალესტინელმა მამაკაცმა ავტობუსის გაჩერებაზე დანით 70 წლის ქალი დაჭრა. ამ შემთხვევაშიც თავდამსხმელის ლიკვიდაცია ადგილზევე მოხდა.

ბოლო დღეების განმავლობაში მომხდარი ინციდენტების ფონზე პალესტინის ლიდერმა მაჰმუდ აბასმა ტელემიმართვაში რელიგიური კონფლიქტის საფრთხეზე გაამახვილა ყურადღება და ისრაელის ხელისუფლებას რასიზმის გაღვივებაში დასდო ბრალი.

შეერთებული შტატები კი ორივე მხარეს დაძაბულობის განმუხტვისკენ მოუწოდებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები