გერმანიაში, ქალაქ ზოლინგენში ცივი იარაღით განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
ტერორისტული დაჯგუფების განცხადებით, თავდამსხმელი ქრისტიანებს დაესხა თავს და ის "ისლამური სახელმწიფოს ჯარისკაცია", რომელმაც "პალესტინაში და ყველგან მუსლიმებისთვის" შური იძია.
მუსიკალურ ფესტივალზე მომხდარ დანაშაულზე სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს, ფაქტზე გამოძიება გრძელდება.