04 ოქტომბერი 2024,   21:43
ვრცლად
რა გახდა ბერი ნარიმანის კორპუსში მომხდარი დანაშაულის მიზეზი - მრევლი პროვოკაციაზე საუბრობს, ადგილობრივები კი თავად მრევლს შორის ხშირ დაპირისპირებაზე ამახვილებენ ყურადღებას

რა გახდა ბერი ნარიმანის კორპუსში მომხდარი ინციდენტის მიზეზი, რომლის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა, ამ დრომდე უცნობია. 27 წლის კაცი და 52 წლის ქალი კლინიკაში ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობების გამო მოხვდნენ; 19 წლის ახალგაზრდა კი, რომელსაც ბრალი ორი ადამიანის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ედება, პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ზემო ფონიჭალის მდებარე კორპუსის მე-7 სართულზე ბერი ნიკოლოზი ცხოვრობს, რომელთანაც მრევლი იკრიბება. ინციდენტის შესახებ ისინი "კურიერთან" საუბრობენ. მეზობლების ინფორმაციით, ხმაური ამ სადარბაზოსა და ეზოში ჩვეულებრივი ამბავია. ამბობენ, რომ ბერი ნიკოლოზის მრევლს შორის დაპირისპირება ხშირად ხდება და ბოლო ინციდენტიც მორიგი ასეთი შემთხვევა იყო.

ბერი ნიკოლოზის სახლთან შეკრებილი მრევლი მიზანმიმართულ პროვოკაციაზე მიანიშნებს.

24 აგვისტოს ინციდენტის შედეგად დაზარალებულებიდან ერთ-ერთმა სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა, მეორე კი კვლავ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. 19 წლის კაცს ბრალს ხვალ წარუდგენენ. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მას 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება.

ავტორი: სიმონ შანავა

დღის ამბები