08 ოქტომბერი 2024,   20:47
ვრცლად
აშშ და რუსეთი სირიაში საჰაერო სივრცის უსაფრთხოებაზე შეთანხმებასთან ახლოს არიან

შეერთებული შტატები და რუსეთი სირიაში საჰაერო სივრცის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეთანხმებასთან ახლოს არიან. ამ თემაზე ამერიკელ და რუს სამხედრო მაღალჩინოსნებს შორის რიგით მესამე ვიდეოკონფერენცია შედგა.

მემორანდუმს, რომელმაც ფრენების უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს, მხარეები სავარაუდოდ უახლოეს მომავალში გააფორმებენ.

სირიაში ოფიციალური მოსკოვის ოპერაციის დაწყების შემდეგ რუსული სამხედრო თვითმფრინავები ამერიკულ მოიერიშეებს რამდენჯერმე მიუახლოვდნენ.

პარალელურად, რუსული დელეგაციის მიღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით ვაშინგტონში განმარტება გაკეთდა. თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, მიზეზი ისაა, რომ რუსეთს არ სურს "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლაში კონსტრუქციული წვლილი შეიტანოს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები