08 ოქტომბერი 2024,   20:51
ვრცლად
პუტინი ვაშინგტონის პოზიციას რუსეთის დელეგაციის მიღების თობაზე არაკონსტრუქციულს უწოდებს

ვლადიმერ პუტინი ოფიციალური ვაშინგტონის პოზიციას, არ მიიღოს რუსეთის დელეგაცია, არაკონსტრუქციულსა და სუსტს უწოდებს. განცხადება ამის შესახებ რუსეთის ლიდერმა ასტანაში, თავის ყაზახ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

ვლადიმერ პუტინისთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება გააკრიტიკოს შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ქმედებები სირიაში იმ დროს, როდესაც პირდაპირ დიალოგს თავად არ თანხმდება.

თეთრი სახლის განმარტებით, დიმიტრი მედვედევის ხელმძღვანელობით რუსული დელეგაციის მიღებაზე უარის თქმის მიზეზი ისაა, რომ რუსეთს არ სურს "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლაში კონსტრუქციული წვლილი შეიტანოს.

დღის ამბები