08 ოქტომბერი 2024,   20:52
ვრცლად
ევროკავშირი მიგრანტების ნაკადის შესაჩერებლად დახმარებას თურქეთისგან ელის

ევროკავშირი მიგრანტების ნაკადის შესაჩერებლად დახმარებას თურქეთისგან ელის. დღეს ბრიუსელში ევროკავშირის მორიგი სამიტი გაიმართება, რომელზეც კრიზისის მოგვარების პროცესში თურქეთის როლსა და ოფიციალურ ანკარასთან თანამშრომლობის გაძლიერებას განიხილავენ.

ევროკავშირის ლიდერები იმედოვნებენ, რომ თურქეთთან ერთობლივ სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ, რომელიც ანკარის ფინანსურ მხარდაჭერასა და სანაპირო პატრულირებაში დახმარებას ითვალისწინებს.

მოლაპარაკების დროს თურქეთი ევროკავშირისგან, სავარაუდოდ, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული პროცედურების დაჩქარებას მოითხოვს.

ამ დროისთვის თურქეთში 2 მილიონამდე დევნილი იმყოფება.

დღის ამბები